თინა ალექსიშვილი – მსახიობი

Interieri Magazine

გულ­წ­რ­ფე­ლად რომ გითხ­რათ, ეს სახ­ლი თხუთ­მე­ტი წლის წინ უფ­რო მომ­წონ­და ვიდრე ახ­ლა. რაც მა­შინ სი­ახ­ლედ ით­ვ­ლე­ბო­და და რის­კის ფა­სად გა­ვა­კე­თე, დი­დად აღარ აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნებს. თუმ­ცა, სტი­ლი ისევ ის მიყ­ვარს, რაც ად­რე: ზღაპ­რუ­ლო­ბა შერ­წყმუ­ლი მი­ნი­მა­ლიზ­მ­თან – ასეთ დე­ფი­ნი­ციას მივ­ცემ­დი მას. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ მი­ნი­მა­ლიზ­მის დაც­ვა ბო­ლომ­დე არას­დ­როს გა­მომ­დის. მიყ­ვარს ფე­რე­ბი და მათ გამო­ყე­ნე­ბას ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ ვე­ლე­ვი.

ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბი­სას არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბი­ა. ავე­ჯის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ჩემი მო­გო­ნი­ლი­ა. რო­გორც მხატ­ვა­რი ქმნის ფერ­წე­რულ ტი­ლოს, იგი­ვე პრინ­ცი­პით ვქმნი­დი ავეჯს. მა­შინ ინ­ფორ­მა­ცია ჭირ­და, ინ­ტერ­ნე­ტიც კი არ იყო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყვე­ლას­თ­ვის. ასე რომ, ჩე­მით ვი­გო­ნებ­დი ყვე­ლა­ფერს. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ამ ფან­ტა­ზი­ე­ბის განხორ­ცი­ე­ლე­ბა ხე­ლოს­ნებ­თან დი­დი ომის ხარ­ჯ­ზე ხდე­ბო­და. ახ­ლა ბევ­რად ად­ვი­ლია იმის მიღ­წე­ვა, რა­ზეც ად­რე ვწვა­ლობ­დი.

ზო­გა­დად, ინ­ტე­რი­ერ­ში მიყ­ვარს თეთრი ფე­რი.­წი­თე­ლი, ბა­ლა­ხის­ფე­რი, ხას­ხასა მწვა­ნე – ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბი­ა. ახ­ლა, მა­გა­ლი­თად, ცის­ფ­რის კონ­კ­რე­ტუ­ლი გრა­და­ცია მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი. რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს გა­ტა­ცე­ბა არ ვი­ცი. თბი­ლის­ში პა­ტა­რა ბა­ზა­რი­ა. იმ სახ­ლებში, რო­მელ­თა პატ­რო­ნებს აქვთ შე­საძ­ლებლო­ბა იზ­რუ­ნონ ინ­ტე­რი­ერ­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით­,­მ­ს­გავსი დე­ტა­ლე­ბი დაგ­ხ­ვ­დე­ბათ. მე ამას სიზარ­მა­ცეს ვაბ­რა­ლებ, უც­ბად რა­ღაც რომ გვჭირ­დე­ბა, გვირ­ჩევ­ნია გა­ვიქ­ცეთ და მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნოთ, ვიდ­რე რა­ი­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­ზე ვი­ფიქ­როთ და შევ­ქ­მ­ნათ.

ამ ბო­ლო დროს ჩე­მი სახ­ლის გან­წყო­ბას მთლი­ა­ნად მა­რი­ამ ბარ­და­ძის შე­მოქ­მე­დება გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ სა­ო­ცარ მხატ­ვარს ზღაპ­რის ის დო­ზა შე­მო­აქვს ჩემს სამ­ყარო­ში, რაც ასე მიყ­ვარს. სახ­ლი რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ მთა­ვა­რია იყოს მშვი­დი და მყუდ­რო. არ მიყ­ვარს დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ინ­ტე­რი­ერ­ში. უნ­და მჯე­რო­დეს, რომ ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც გარშე­მოა ფუნ­ქ­ცი­უ­რი­ა. სახლს უნ­და ეტყო­ბოდეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ცხოვრობენ.

გაზიარება:

გამოწერა