ჩვენს შესახებ

„ჟურნალი ინტერიერი” 2016 წლიდან გამოიცემა და საქართველოში არსებულ ინტერიერებს ასახავს. საქართველოს ისტორია, გამორჩეულად კარგად იკითხება ქვეყნის ესთეტიკაში, რომელიც ასევე დამახასიათებელია საცხოვრებელი სივრცეებისთვის. ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და ამიტომ, საუკუნეების მანძილზე თავი მოუყარა არაერთ სტილსა თუ არქიტექტურულ მიმდინარეობას. არტ-ნუვო, საბჭოთა ვინტაჟი, ნეო ბაროკო, ბოჰემური ბურჟუაზია, სპარსული თუ ფსეუდო-მავრიტანული სტილები – ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ არქიტექტურული ტრენდების, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ევროპულობას აღმოსვლური აქცენტებით.

თბილისში, ქუთაისსა თუ ბათუმში, იქაურობისთვის დამახასიათებელი ძველი და ახალი არქიტექტურის სინთეზის მიღმა, განსაკუთრებული საცხოვრებელი სივრცეები იმალება, სადაც სრულიად მოულოდნელი კონტრასტები თანაცხოვრობენ. ეს ყველაფერი ქმნის ექსტრავაგანტულ და არტისტულ გარემოს – ეკლექტიკის დომინირებას. თუმცა, შეხვდებით მინიმალისტურ ელეგანტურობასაც, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დეტალებს ეთმობა.

ეს ჟურნალი გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საცხოვრებელი სივრცეები მოვინახულოთ და შევიგრძნოთ მათი არტისტიზმი, ინდივიდუალიზმი და ისტორია.

ჩვენი გუნდი

გამოწერა