სახლი რომელიც მფლობელს გავს – ქეთევან იგნატოვა სახლის ისტორიასა და ინტერიერზე

Interieri Magazine

ალბათ სიახლე არ იქნება თუ გეტყვით, რომ ყველა სახლი თავის მფლობელს ჰგავს. ეს სახლიც ყოველთვის იყო მამაჩემის, მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი, დღეს, უკვე კოკა იგნატოვის სახლ-მუზეუმი. აქედან გამომდინარე სახლის მთელი ინტერიერი აწყობილია მის ნახატებზე და მათ გარშემო.

როდესაც უკვე მე გავხდი ამ სახლის დიასახლისი, ჩემი ქალური ელფერი შევიტანე ამ სივრცეში. აქ ყველა ნივთი კონკრეტულ ადამიანს მახსენებს და ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. ჩემი შეძენილი პრაქტიკულად არაფერია, – მხოლოდ შენარჩუნებული.

სახლი არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი და ყოველთვის ასახავს, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის პიროვნება. ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც სახლის მოწყობისას ცდილობენ თავიანთი თავი ისე წარმოაჩინონ, რაც რეალობას არ შეესაბამება. სახლი სიყალბეს არ გპატიობს. სახლი თავს არ მოგატყუებინებს. შეიძლება ხელმომჭირნედ ცხოვრობდე, მაგრამ ეს ესთეტური და მყუდრო გარემოს შექმნას არ უშლის ხელს.

მგონია, რომ ამ სახლში ძალიან კარგად ჩანს ჩვენი ოჯახის ცხოვრება და ისტორია. მე უკვე შვილიშვილები გამიჩნდა, აქ მოდიან, თამაშობენ, უყვართ აქაურობა. მოკლედ, დრო მიდის, თაობები იცვლება, მაგრამ სახლი მაინც კოკას სახლად დარჩა.

გაზიარება:

გამოწერა