ეს მიწის ნაკვეთი თავიდან კლდე იყო, მე და ჩემმა მეუღლემ ნულიდან შევქმენით რასაც ხედავთ. რომ ვუყურებ აქაურობას მთელი ოჯახის ისტორიას ვხედავ.
ბუნებაში ხელოვნურად ჩარევა არ მიყვარს, პატარა მცენარეს ჩავრგავდი და თავისით იზრდებოდა, ყველა მცენარე თითქოს თავისით აღმოცენდა. სახლიდან ხშირად აღარ გავდივარ, აქაურობას მისტიური და ჯადოსნური აურა აქვს, კუნძულზე ხარ რომელიც დაცულია.
ადამიანი ბოლოს ეძებს აზრს რისთვისაც იცხოვრა, მე შემიძლია ვთქვა, არ აქვს მნიშვნელობა ცუდად თუ კარგად, მე და ჩემმა მეუღლე ნანამ „ ვიცხოვრეთ.“