ნატა ბუაჩიძის არტისტული სახლი თბილისში

Interieri Magazine

ამბობენ, იაპონელები ბილიკებს ეზოში არ აკეთებენო, სანამ თავისით არ გაიკვალება. მხოლოდ ამის მერე კირწყლავენ. ფაქტიურად, ჩვენც ასე გამოგვივიდა. აქ 12 წლის წინ გადმოვედით და ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რომ სახლი კი არ უნდა აგვეშენებინა, არამედ გადაგვეკეთებინა და მოგვერგო ჩვენს ოჯახზე. ბევრი რამ ჩემი ხელით არის გაკეთებული. თან ვცხოვრობდით, თან ვაკეთებდით, თან ვერთობოდით.

ნივთების დიდი ნაწილი მეგობრების ნაჩუქარია, ბევრი ქუჩაშია ნაპოვნი,მოგზაურობებიდან ჩამოტანილი ან ქუჩის ბაზრობებზე ნაყიდი. მარტივად ვცხოვრობთ. საერთოდ, ადამიანები ართულებენ თავიანთ ცხოვრებას და შესაბამისად, ბინებსაც. ჩვენ როგორც ვცხოვრობთ, ისეთივე საცხოვრებელი გვაქვს.

 

გაზიარება:

გამოწერა