ინტერიერში ასახული ცხოვრების სტილი – ნუცა გამცემლიძის ინტერიერი თბილისში

Interieri Magazine

ჩე­მი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დი­ზა­ი­ნე­რის დახ­მა­რე­ბას მო­ვე­რი­დე. ვი­ცოდი, სხვა­საც ვერ ავუხ­ს­ნი­დი რა მინ­დო­და და ვერც შემოთავაზებებზე ვიტყო­დი უარს. ერ­თი­ა­ნად მო­ვუ­ყა­რე თა­ვი რაც გო­ნე­ბა­ში მქონ­და და­ლე­ქი­ლი წიგ­ნე­ბი­დან, თუ სივ­რ­ცე­ე­ბი­დან, სა­დაც ვყო­ფილ­ვარ და კომ­ფორ­ტუ­ლად მიგ­რ­ძ­ვ­ნია თა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­ვიდ­გი­ნე და შემ­დეგ შე­ვე­ცა­დე რე­ა­ლო­ბად მექ­ცი­ა.

ჩვენ­მა ცხოვ­რე­ბის სტილ­მა გვი­კარ­ნა­ხა მე და ჩემს მე­უღ­ლე, ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილს, სახ­ლი რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, დი­დი ხა­ნია ვაგ­რო­ვებთ წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ას, რო­მე­ლიც საკ­მაო ად­გილს მო­ითხოვ­და სახ­ლ­ში, ბავ­შ­ვის სა­თა­მა­შო­ე­ბის­თ­ვის თა­ვის­თა­ვად საკ­მა­რი­სი სივ­რ­ცე იყო სა­ჭი­რო, გვინ­დო­და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლე­ბის­თ­ვი­საც ასე­ვე ცალ­კე კუთხე გვქო­ნო­და და ა.შ. ამ პრინ­ცი­პით სახ­ლი მო­ვარ­გეთ ჩვენს თავს და არა პი­რი­ქით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თი ღია სივ­რ­ცე მი­ვი­ღეთ, გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ძი­ნებ­ლე­ბით. მარ­თა­ლი­ა, მოგ­ვი­ა­ნებით მივ­ხ­ვ­დი, რო­ცა სახ­ლ­ში ბავ­შ­ვი­ა, მსგავს გან­ლა­გე­ბას სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს თან, მაგ­რამ მა­ინც დღემ­დე ასე­თი წყო­ბა მომ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად და არ მი­ნანი­ა. ვფიქ­რობ, რომ გაშ­ლი­ლი სივ­რ­ცე მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბას და ქა­ო­ტუ­რო­ბას უფ­რო იტანს. ცო­ტა არე­უ­ლო­ბა ასეთ ბი­ნებს ნაკ­ლე­ბად ეტყო­ბათ და უხ­დე­ბათ კი­დეც.

არ ვთვლი, რომ სახ­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ა. იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ რა­ღა­ცის შექ­მნის პრო­ცეს­ში ვარ, კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­ა­ა. წიგ­ნებ­სა და ჟურ­ნა­ლებ­ში, თუ სხვადას­ხ­ვა სივ­რ­ცე­ებ­ში მოხ­ვედ­რი­სას სულ იდე­ებს ვაგ­რო­ვებ. ეს პრო­ცე­სი ცხოვრე­ბის ნა­წი­ლი გახ­და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა და რა­ტომ უნ­და და­ვას­რუ­ლო? ამი­ტო­მაც, ღია კა­რე­ბი და­ვი­ტო­ვე და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

ავე­ჯის ნა­წი­ლი ვი­ყი­დე. ნა­წი­ლი, რაც ჩე­მი შვი­ლის ოთახ­ში დგას, ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი­ა. რა­ღა­ცე­ე­ბი ჩემს ხე­ლო­სანს გა­ვა­კე­თე­ბი­ნე, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია ვი­საც ეს­მის რა­საც ვუხ­ს­ნი.

სა­ერ­თოდ, შე­დე­გი ალ­ბათ არას­დ­როს გა­მო­დის ის, რაც გვაქვს ხოლ­მე ჩაფიქრებული (ან არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა ზოგს გა­მოს­დის, მე ჩემს თავს ვგუ­ლის­ხ­მობ), მაგ­რამ ერ­თი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა: სახ­ლი გა­მო­ვი­და ისე­თი, რომ ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარდა.

გაზიარება:

გამოწერა