დიზაინერი ლიზა ხუნდაძე საკუთარი სახლის ინტერიერზე

Interieri Magazine

ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დი მა­ღალ­ჭე­რი­ან თბი­ლი­სურ სახ­ლ­ზე ძველ უბან­ში. ოცნე­ბის ბი­ნის პოვ­ნას ძი­ე­ბის ხან­გ­რ­ძლი­ვი პრო­ცე­სი დას­ჭირ­და. ჩე­მი სამ­სა­ხუ­რის ოფი­სის ფან­ჯ­რე­ბიდან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­დი იშ­ლე­ბა სო­ლო­ლა­კი­სა და მთაწ­მინ­დის ის­ტო­რიულ შე­ნო­ბებ­ზე, მაგ­რამ ჩემს განსა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ყო­ველ­თ­ვის ამაღ­ლე­ბი­სა და გერ­გე­თის ქუ­ჩე­ბის გა­ნაკ­ვეთ­ზე მდე­ბა­რე კოშ­კი­ა­ნი შე­ნობა იპყ­რობ­და ულა­მა­ზე­სი ფან­ჯ­რე­ბით. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს გან­ცხა­დე­ბებ­ში შემ­თხ­ვე­ვით ნა­პოვნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ იმ სახ­ლის ფან­ჯ­რებ­თან აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დი, ამ­დენ ხანს რომ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მო­პირ­და­პირე მხრი­დან და მე­ტიც, ეს ბი­ნა ჩე­მი გახ­დე­ბო­და.

შე­ნო­ბას თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სო ისტო­რია აქვს. ის მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის დასაწყის­შია აგე­ბუ­ლი და ამ პე­რი­ოდ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ მო­დერ­ნ­ -­ს­ტილს გა­ნე­კუთვ­ნე­ბა. ბევ­რი ბი­ნა ამ შე­ნო­ბა­ში დღემ­დე „კომუნალკაა“. მთლი­ა­ნი ფარ­თი სულ 62 კვად­რა­ტუ­ლი­ა: ერ­თი სა­ძი­ნე­ბელი, მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი, სამ­ზა­რე­უ­ლო და აბა­ზა­ნა. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი დი­დი წვა­ლე­ბის ფა­სად გა­ვა­კე­თე. ვე­ცა­დე, რაც გადა­სარ­ჩე­ნი და აღ­დ­გე­ნა­დი იყო და­მეტო­ვე­ბი­ნა და რეს­ტავ­რი­რე­ბა მო­მეხდი­ნა. რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი დე­ტა­ლი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ავ­თენ­ტუ­რი.

კე­დელ­ზე კარ­ნი­ზის მსგავ­სი მო­ხა­ტულო­ბა შე­ვამ­ჩ­ნიე და ხე­ლოს­ნებს ვთხოვე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მოპყ­რო­ბოდ­ნენ ამ დე­ტალს. ფაქ­ტობ­რი­ვად რეს­ტავ­რ­ცია გა­ვა­კე­თეთ. შემ­დეგ გა­ვარ­კ­ვი­ე, რომ მხატ­ვ­რო­ბა, რო­გორც ასე­თი არ იყო ამ სახ­ლ­ში, მაგ­რამ კარ­ნი­ზებს, რომ­ლებიც გა­მოჩ­ნ­და, პირ­ვე­ლა­დი სა­ხე დავუბ­რუ­ნე. მოკ­ლედ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე კედ­ლე­ბი, იატა­კი და კარ ფან­ჯა­რა.

ავე­ჯი რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი დავ­დ­გი, რომ ხე­ლი არ შე­ე­შა­ლა სა­ერ­თო გა­რემოს­თ­ვის. რაც მთა­ვა­რი­ა, გა­მო­ვი­ყენე ამ­რეკ­ლა­ვი მა­სა­ლე­ბი, რომ ძვე­ლი კედ­ლე­ბი და გა­რე­მო აერეკ­ლა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ჩემ­თ­ვის იყო შე­მექმ­ნა აურა, რო­მე­ლიც ხაზს გა­უს­ვამდა შე­ნო­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბას, სიძ­ვე­ლეს და ჩემს მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მემ­გო­ნი ეს გა­მო­მი­ვი­და.

გაზიარება:

გამოწერა