ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ლიზა ხუნდაძესთან

ეს ბინა მდებარეობს საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც მოხვედრისთანავე გაგვიჩნდა სიმშვიდისა და სიწყნარის შეგრძნება, რაც განპირობებულია გამწვანებული დიდი შიდა ეზოთი, რომლის გარშემოც განლაგებულია საცხოვრებელი სახლები. ჩვენს მიერ დაპროექტებული ბინა განთავსებულია ოთხსართულიანი სახლის მეორე სართულზე, ბინის საერთო ფართი 175 კვ.მ. მოცემულობა გვქონდა შემდეგი: დასაპროექტებელ სივრცეში უნდა დაგვეგეგმარებინა სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და სამი საძინებელი.

პირველი ამოცანა იყო ფუნქციურად სივრცეების ისე გადანაწილება, რომ სამივე საძინებელს ჰქონოდა დამოუკიდებელი სრულყოფილი გარდერობი და სველი წერტილი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სივრცის გადანაწილება და ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც მორგებული იქნებოდა ბინაში მაცხოვრებლების ხასიათზე და ცხოვრების წესზე.

სახლის მთავარ ხასიათს განაპირობებს კედელზე გამოყენებული სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალები. ბეტონი, ხის პანელები და თეთრად დაბურული მინის ვიტრაჟული ტიპის კედლები. არსებული მონოლითური ბეტონის კედლები და ჭერი ძირითადათ სივრცეებში შევინარჩუნეთ უცვლელი სახით. ტიხრები უმეტესობას, აქვს მომრგვალებული კუთხეები, დაფარულია ხის ფაქტურის პანელებით. მოსაპირკეთებელ მასალად ძირითადად გამოყენებულია მდფ-ის დაშპონილი პანელები, თეთრი დაბურული მინა, სარკე.

მკვეთრი დეტალები შემოვიტანეთ სხვადასხვა ავეჯის სახით – მაგიდა და ტუმბოები, თაროები. ავეჯის ძირითადი ნაწილი დავამზადებინეთ ადგილზე, რამაც საშუალება მოგვცა კონკრეტულად ამ ბინისთვის მორგებული პროდუქტი მიგვეღო.

გაზიარება:

გამოწერა